ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული გამოსახლება – მევახშე ლია წიკლაურმა დაზარალებულ ომის ვეტერან, ლაშა გიგაურს სასამართოლოში უჩივლა. საგამოძიებო უწყების პროკურორმა ნუგზარ გრიგალაშვილმა და გამომძიებელმა ლაშა ჭოველიძემ ომის ვეტერანს ბრალი წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ გიგაურს მევახშე ლია წიკლაურმა თაღლითობის გზით და ნასყიდობა – გამოსყიდვის დოკუმენტით, უკანასკნელი საცხოვრისი წაართვა და საკუთარი სახლიდან ძალადობრივი გზებით გამოასახლა.
ვეტერანმა „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციას” დახმარებისთვის მიმართა.