დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სახელი და გვარი საარჩევნო ბიულეტენებიდან არ გაქრება.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამომრჩეველთა მოთხოვნა, რომლებიც ტრამპისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას ითხოვდნენ.
ამერიკელთა ნაწილი, ამბობს რომ ტრამპმა კონსტიტუციის მე-14 შესწორება დაარღვია, რომელიც აჯანყების მონაწილე ადამიანებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავებას გულისხმობს.მიჩიგანის სასამართლოში ფიქრობენ, რომ სარჩელი ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი.