დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

Published:

მეინი გახდა აშშ-ის მეორე შტატი კოლორადოს შემდეგ, რომელმაც ექსპრეზიდენტ, დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. ორივე შემთხვევაში ეს აკრძალვა,

ტრამპის ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ სწრაფად გააპროტესტებენ „საშინელ“ გადაწყვეტილებას.

მეინის სახელმწიფო მდივანმა, შენა ბელოუსმა, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მსგავსად, ტრამპის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე, რომელიც კრძალავს ამბოხებულებს თანამდებობაზე კენჭისყრას.

შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იმ პროცესის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო.

„აშშ-ს კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, – წერს ბელოუსი 34-გვერდიან განჩინებაში.

დონალდ ტრამპს აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img