ზარქუა – რა გაგლოევი, ასეთი მუქარები მილიონი ყოფილა, ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს

Published:

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევს “არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები”. მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთი” დრონების საკუთარ წარმოებას დააფუძნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას არ გამოხმაურებია. გაგლოევმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადასცა.

რაც შეეხება “ქართულ ოცნების” დეპუტატ, ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველი პარტია საერთაშორისო დონეზე ყველაფერს აკეთებს.

“ვინ არის, რა გაგლოევის მუქარებს და იმას უსმენთ ხალხო, თქვენ ხართ საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები. მთელი მსოფლიო აღიარებს, ვაღიარებთ და ყველამ იცის, რომ ოკუპირებულია. რა გაგლოევი და ვის ამბობთ, დროებითი ვიღაც მარიონეტები არიან, მათ განცხადებას არც მაშინ ვაქცევდით ყურადღებას, არც ახლა მივაქცევთ. ასეთი მუქარები მილიონი ყოფილა, ასეთი მუქარები ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს, იმიტომ, რომ ჩვენ მკაფიო ხედვა და გზა გვაქვს, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ესენი, შარშანდელი თოვლივით გაქრებიან ვინც ამ მარიონეტულ ხელისუფლებებს წარმომადგენენ”, – ამბობს ზარქუა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img