მიხეილ სარჯველაძე – ნიკა მელიასთან „ლელოს“ სამომავლო თანამშრომლობა პრობლემური იქნება

Published:

პარტია „ლელოს“ ნიკა მელიასთან სამომავლო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოში“ და იმ გუნდშიც, რომელსაც ნიკა მელია შექმნის, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ .

მისივე თქმით, ის, რომ მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობას აპირებს, დასტურია იმისა, რომ მათ თანამშრომლობა მაშინაც ჰქონდათ, როცა ნიკა მელია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.

„ის, რომ „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა, მათ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზეც აისახებოდა – ეს ძალიან მარტივად იკვეთებოდა. რაც შეეხება მათ მომავალ თანამშრომლობას, ეს რა თქმა უნდა პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოშიც“ და იმ გუნდში, რომელსაც მელია შექმნის. „ლელოს“ ეთაკილება იმის თქმა, რომ თანამშრომლობდა და პარტნიორობდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ მისივე ამომრჩეველი შეიძლება ძალიან ნაწყენი აღმოჩნდეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა. ეს ქმნის წინაღობებს, რაც მათ გადასარევად იციან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img