სოსო ფხაკაძე – ბიზნესი მიდის იქ, სადაც სტაბილური გარემო და მეტი შემოსავლის მიღების საშუალებაა

Published:

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„უნდა ველოდოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას – დღეიდან, ბევრად უფრო კარგი და ძლიერი წვდომა გვაქვს ევროკავშირის დიდ ბაზართან, ვიდრე გუშინ გვქონდა, ანუ სტატუსის მინიჭებამდე. მაგალითად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში, ყოველწლიურად 23%-ით იზრდებოდა“, – ამბობს სოსო ფხაკაძე.

მისი განმარტებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ევროპის ბაზარზე გასვლა და ბიზნესიც იქითკენ წავა, სადაც ბიზნესის წარმართვისთვის უფრო კარგი, სტაბილური და პროგნოზირებადი პირობებია.

„ბიზნესმენებს გააჩნიათ ინსტინქტები, ისინი ყოველთვის ეძებენ სწორ ადგილს და სწორ დროს. ახალი ფანჯარა გაიღო ევროკავშირში საქართველოსთვის. გულახდილად ვიტყვი, ბიზნესი უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური – ვინც იაქტიურებს და ევროკავშირისკენ იმოძრავებს, ის ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საკუთარ თავს, კომპანიას, დამფუძნებლებს და ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img