სტიქია ხაშურსა და ქარელში

Published:

სტიქია შიდა ქართლში – ხაშურსა და ქარელში მდინარეები ადიდდა. მდინარე ჭერათხეულა კალაპოტიდან გადმოვიდა და ნაბახტევსა და აძვისში პრობლემები შექმნა. კერძოდ, ნაბახტევში საფრთხე დაემუქრა სოფლის ერთადერთ ხიდს, რომლითაც ადგილობრივები რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან. მეორე ხიდი რამდენიმე თვის წინ სწორედ მდინარის ადიდების შედეგად ჩაინგრა. რაც შეეხება აძვისს, მოსახლეობას დაეტბორა სავარგულები, დაეხოცა შინაური ფრინველი. წყალდიდობას თან ერთოდა ძლიერი ქარიც, რამაც სახლებს სახურავები გადახადა.

“მეორდება ყოველ წელიწადს, ეს არ არის პირველი წელიწადი, შეტყობინებაც გაკეთებული მაქვს მერიაში, გამგებელთან, სუყველამ იცის ეს სიტუაცია რაც იყო წლების განმავლობაში ასე. ვითხოვ ერთადერთი რაც არის კალაპოტის გაგანიერება და ჯებირის გაკეთებას”, – ამბობს ადგილობრივი.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფრონეც – დატბორილია მოხისის მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია მდინარეების კალაპოტები გასაწმენდია, ისინი დახმარებას ითხოვენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img