იანვარ-ნოემბერში კომერციულმა ბანკებმა 2,529 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 11 თვეში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 6,502 მლრდ ლარი, ხოლო, საპროცენტო ხარჯებმა 2,956 მლრდ ლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან – 101,3 მლნ ლარი იყო, საპროცენტო შემოსავალი სესხებიდან 5,455 მლრდ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგება – 604,4 მლნ ლარი.