ზურაბ აზარაშვილი – მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი, მედიკამენტებზე

Published:

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი, არსებობს თუ არა პოტენციური რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე. ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე აქტიური ღონისძიება აქვთ დაწყებული მედიკამენტების ხარისხის კუთხითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის – ბაზარზე დეფიციტის, ფასების ხელოვნურად აწევის, იმპორტირებული მედიკამენტების ანალიტიკის საშუალება მოგვცა იმ სიახლემ, რასაც ელექტრონული ბაზების წარმოების ვალდებულება ჰქვია.

სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ყველაფერს. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი. თუ არსებობს პოტენციური რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე. ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება. მოგეხსენებათ, ერთ აქტიურ ნივთიერებას ბევრი ბრენდი და გენერიკული დასახელების ჩამნაცვლებელი ჰყავს, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი მოლეკულა და ბრენდი არსებობდეს ქვეყანაში. შესაბამისი კონტროლი მიდის. ასევე აქტიური ღონისძიება გვაქვს დაწყებული ხარისხის კუთხითაც,“ – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img