რუსეთმა უკრაინაზე მასირებეული იერიში მიიტანა – აფეთქებები იყო კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვსა და სხვა ქალაქებში

Published:

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, კიევის, ზაპოროჟიესა და დნიპროს ოლქებში, დილით საჰაერო განგაშის დროს აფეთქებები მოხდა. აფეთქებები იყო ოდესაში, ხარკოვში, ლვოვსა და სხვა ქალაქებში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ასევე მედიის ცნობით, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ასევე აფეთქებები იყო ხმელნიცკის რეგიონში. კიევში აფეთქებების ხმა განმეორებით ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის რვა საათზე ისევ გაისმა.

კიევში ჭურვების ნამსხვრევები სვიატოშინსკისა და პოდოლსკის რაიონებში ჩამოცვივდა, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში.

ამასთან კლიჩკოს ინფორმაციით, პოდოლსკის ოლქში საწყობი დაიწვა. მისივე თქმით,  ყველა საგანგებო სამსახური ადგილზეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img