1 იანვრიდან დენის ტარიფი მცირდება

Published:

სემეკის ოთხშაბათის სხდომაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრის საკითხი განიხილეს. სემეკის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რეგიონებში “ეპ ჯორჯია მიწოდებას” აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდება, შესაბამისად, ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, მათ შორის კომერციული აბონენტებისთვისაც.

შესაბამისად, მათთვის ვინც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 17.7 თეთრიდან 14.7 თეთრამდე მცირდება, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.7 თეთრიდან 18.7 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.2 თეთრიდან 23.2 თეთრამდე შემცირდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img