ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა. ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა 35 წლამდე კაცი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სატელეფონო ანძებს ასწორებდა.
მოულოდნელად ბეტონის საყრდენი ჩამოინგრა და ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.