ფასიანი ქაღალდების ბაზრის არსი და მნიშვნელობა

Published:

დღევანდელი მოცემულობით საქართველოში ადამიანებს საკუთარი ბიზნესის განვითრებისთვის ძალიან მცირე შესაძლებლობები ეძლევათ, რასაც, საბოლოოდ, ადამიანები საბანკო ინსტიტუციებთან მიჰყავს. ბანკებიც, თავის მხრივ, საკმაოდ მაღალპროცენტიან სესხებს გასცემენ და ის მოგება, რომლებიც ადამიანებს პოტენციურად უნდა დარჩეთ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ბანკში პროცენტის სახით შედის, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ქვეყანაში კაპიტლის მოძიებაზე იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არ არსებობს სხვა ალტერნატივები, თუ არ ჩავთვლით გრატნებს ან ინვესტორებს, რომლთა მოპოვებაც საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ცხოვრების ზოგადი დონის გაუმჯობესება ფუნდამენტურად არის დაკავშირებული ფინანსური ბაზრის დინამიკასთან. ეს კავშირი განსაკუთრებით აშკარაა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების შემთხვევაში. ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის მთავარი საიდუმლო ინვესტიციების მოზიდვაშია. საფონდო ბაზარი რომელიც ყალიბდება ფასიანი ქაღალდებით ინვესტირების ფართოდ მიღებული და პრაქტიკული გზაა.

განვითარებულ რეგიონებში, როგორებიცაა დასავლეთ ევროპა, აშშ, კანადა, იაპონია, ჩინეთი და სხვა ძლიერი საფონდო ინდუსტრიის მქონე ქვეყნები, აშკარაა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მნიშვნელობა. საფონდო ბაზარი, რომელიც ასახულია ისეთი სუბიექტებით, როგორებიცაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, Euronext, Nasdaq Oemex და ლონდონის საფონდო ბირჟა, ქვეყნებს ემსახურება, როგორც გადამწყვეტი პლატფორმა. შუამავალი ბიზნესი ან საბროკერო კომპანიები, მათ შორის ისეთი ცნობილი სახელები, როგორებიცაა Merrill Lynch, Morgan Stanley, Goldman Sachs, JP Morgan და Barclays Capital, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამ ფინანსურ ეკოსისტემაში.

ფასიანი ქაღალდები, თავის არსში, წარმოადგენს მიმოქცევაში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს. მათი საჯაროდ შეთავაზება შესაძლებელია კაპიტალის (აცილების), ვალის (ობლიგაციების) ან ორივეს კომბინაციის სახით. წილობრივი ფასიანი ქაღალდები ნიშნავს საკუთრებას საწარმოში, ხოლო სავალო ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციების სახით, ადასტურებენ უფლებას, ადამიანებმა მიიღონ განსაზღვრული ძირი თანხა პროცენტით ან მის გარეშე. ფასიანი ქაღალდის შემქმნელი, კანონის სრული დაცვით, არის ემიტეტი, ფასიანი ქაღალდების გამომშვები სუბიექტი. ფასიანი ქაღალდების ემისია არის პროცედურული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ემიტეტი ფასიან ქაღალდებს ათავსებს ბაზარზე.

ემიტეტის კუთვნილების მიხედვით, არსებობს ქაღალდების ორი ძირითადი კატეგორია: სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სავალო ფინანსური ინსტრუმენტები (სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები) და კომპანიების მიერ გამოშვებული კერძო კაპიტალის ფასიანი ქაღალდები (ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები), ასევე, სავალო ინსტრუმენტები (მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ობლიგაციები).

ფასიანი ქაღალდებით კოლექტიური ვაჭრობა ქმნის ფასიანი ქაღალდების ბაზარს, სადაც მათი მიმოქცევა წარმოქმნის ფულად რესურსებს. ეს რესურსები შემდეგ ნაწილდება მომწოდებლებსა (ინვესტორები) და მომხმარებელებს შორის ბაზარზე.

რა არის გამოსავალი და რისი მომტანი იქნება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება საქართველოსთვის:

შემოთავაზებული გამოსავალი არის საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთიანი საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიზანი ქვეყანაში დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის შექმნაა. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს კერძო ბირჟების განვითარებას. საფონდო ბირჟის გამოყენებით მოქალაქეებს ან ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მინიმალური ინვესტიციებით შეიძინონ წილები რკინიგზაში, პორტებში, ჰიდროელექტროსადგურებში და მცირე საწარმოებში, სანაცვლოდ კი ისინი წლიურ დივიდენდებს მიიღებდნენ, რაც მოგების ნაწილს წარმოადგენს.

ეფექტური სისტემის დასამყარებლად ადამიანთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად საჭიროა ორგანიზებული ჩარჩო, რომელიც ინვესტიციების გამცემებსა და მიმღებებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე საჭიროა შუამავლების ანუ, ჩვეულებრივ, ბროკერებისთვის შეზღუდვების მოხსნა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა. ეს უზრუნველყოფს გლუვ ურთიერთქმედებასა და ტრანზაქციებს ბაზარზე. შესაბამისად, ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოვებლად გაჩნდება ბანკების ალტერნატივა, რაც ადამიანებს განვითარების საშუალებას მისცემს. ასევე, ამ მოცემულობით, ხალხისთვის ბანკი აღარ იქნება მონოპოლისტური ალტერნატივა, რომელსაც მოუწევს პროცენტის დაწევა ბირჟებისთვის კონკურენციის გასაწევად და საკუთარი აქტივების გადინება-შედინების დასაბალანსებლად.

ეს მოცემულობა ქვეყანაში ადამიანებს გაუადვილებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, რის შედეგადაც განვითარებულ ეკოსისტემას მივიღებთ.

ავტორი – ეკონომისტი გელა გრძელიძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img