ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.