წყალტუბოში 83 წლის ქალი დაიკარგა

Published:

მეათე დღეა წყალტუბოში, 83 წლის ქავაჯო გაზდელიანს ეძებენ. ქალი 19 დეკემბერს, სოფელ ჩუნედან დაიკარგა. ახლობლების ინფორმაციით, ის შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს – 598 15 05 07.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img