რობინ დანიგანი -ვულოცავ ყველა ქართველს უზარმაზარ მიღწევას, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ

Published:

შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

ელჩმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.„გილოცავთ ახალ წელს. აშშ-ის საელჩოს გუნდის სახელით, მინდა ყველა ქართველს ბედნიერი დღესასწაული ვუსურვო. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი ამაყი ვართ იმით, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის და ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას და განსაკუთრებით კი არაჩეულებრივ და თბილ ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართელებს ის უზარმაზარი მიღწევა, რომელიც მიმდინარე წელს გქონდათ – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რაც ერთად შევასრულეთ იმისთვის, რომ მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკვე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობითა და ბედნიერებით სავსეს“, – აღნიშნა ელჩმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img