პრეზიდენტის მილოცვა პატრიარქს – მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის

Published:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს იუბილეს ულოცავს:

“თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! 

ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისათვის. 

თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი. 

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული! “- ნათქვამია მისალოც წერილში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img