ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.