ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა ყველას, ატარონ ნიღბები და ჩაატარონ აცრა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, რადგან შემთხვევები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში გაიზარდა.
გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებმა გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა.„კოვიდ-19“-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება ბოლო არდადეგების შემდეგ. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და მოიძიეთ დახმარება, როცა საჭიროა. კოვიდ-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი. გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 28 დღეში წინა 28 დღესთან შედარებით 52 პროცენტით გაიზარდა. გაერო-ს ორგანიზაციამ 850 ათასი შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.