გურჯაანში საახალწლო ღონისძიება იმართება

Published:

 გურჯაანში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება იმართება. ღონისძიებები ქალაქის მთავარ გამზირზე 2 საათზე დაიწყო.

ნონეშვილის გამზირზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კვების სივრცე. ასევე, პატარებისთვის მოეწყო საბავშვო სივრცე და ელფების სახელოსნო.

ღონისძიებები მოსიარულე ორკესტრის მსვლელობით გაიხსნება. ასევე, წარმოდგენილი იქნება ანიმატორების საბავშვო პროგრამა, გაიმართება ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან. ახალი წლის დღეები გურჯაანში ანსამბლი “შვიდკაცას”, ბენდი “გუფი ლენდის” კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img