მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია

Published:

მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – ამ სიმპტომებით ექიმებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, თუმცა ეს პიკი არ არის. პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო ერთი თვეა გაიზარდა. იაშვილის კლინიკის დირექტორი სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის მონაცემებზეც საუბრობს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ლაბორატორიულად გადამოწმებული ვირუსული შემთხვევების 27% სეზონური გრიპია.

ბავშვების გარდა, სეზონური ვირუსის სიმპტომების გართულებების გამო, ექიმების ჩართვა უხდებათ დიდებსაც. ინფექციურ საავადმყოფოში შემთხვევების მატება იანვრიდან დაიწყო.

ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. თუმცა ზურაბ აზარაშვილის ამბობს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია და პანიკის საფუძველიც არ არსებობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img