საქართველოს ფოსტამ სამშაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ ტარიფების 15%–იანი ზრდა საბაზრო–ეკონომიკური პირობებით და მაღალი დონისა და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის აუცილებლობით არის გამოწვეული.
„საქართველოს ფოსტა ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეეხება ტარიფების ცვლილებას.
კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, – ნათქვამია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.