გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები ძალაში რჩება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.
გარდა ამისა, გზების დეპარტამენტის ცნობით, ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე.
შეზღუდვის მიზეზი ქარბუქი და ცუდი ხილვადობაა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.