გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

Published:

გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და მის განხორციელებაში
სააგენტოს როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით
კონკრეტულ ხედვებზე ისაუბრა.
შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.


მოგეხსენებათ, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს
უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა.
სამინისტროში ახალგაზრდობის სააგენტოს კურატორობას საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ
პაპუკაშვილი გაუწევს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img