ზურაბ ჩხაიძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს

Published:

კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება, კვების კომპონენტი კი გაფართოებულია.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, სუბიექტური ჩივილებია და ყურადღებას საჭიროებს. სხვა პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება. კვების კომპონენტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ კალორაჟი გაფართოებული, მომატებულია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა. ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან ოქმია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს პროცესზე გამოცხადება, ან დისტანციურად დასწრება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img