პოლონეთის საელჩო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 

Published:

პოლონეთის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება”, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამების ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. ხატს გუშინ საღებავი შეასხეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img