თბილისში, ბელისნსკის ქუჩაძე – ნატა ფერაძის სახლთან პოლიციის ათობით ეკიპაჟია მობილიზებული.
სამოქალაქოო აქტივისტს რადიკალური ჯგუფების ძალები ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ძალადობრივი დაჯგუფების წევრები აქტივისტი აქტივისტის სახლისკენ მიახლოებას ცდილობენ.
რადიკალური დაჯგუფების წევრები მორალურ ტერორზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ფერაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატზე ლურჯი საღებავი იყო შესხმული. ამის შემდეგ ფერაძის წინააღმდეგ შავი კამპანია დაიწყო და მას სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებიან.