მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

Published:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კერძოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img