თინა ბოკუჩავა – პოლიტიკური აქტორები, ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია

Published:

პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში, უფრო ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი – შესაძლოა სანქციები, რომელიც მას შეეხება, უფრო ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ივანიშვილი, შესაძლოა, პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკაში გამოჩენით, სანქციების არიდებას ცდილობს, რაც წარუმატებელი იქნება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილით დაწყებული, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში მოიაზრებოდა, ევროპარლამენტარებით და ელჩებით დამთავრებული, უფრო და უფრო ღიად საუბრობენ პოლიტიკური აქტორები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ასევე დიპლომატიურ წრეებში ადამიანები, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ოლიგარქი, რომელიც მავნე ოლიგარქიულ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის მმართველობაზე, რაც კატეგორიულად შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ამისთვის აუცილებელია ამ ოლიგარქიული მმართველობის დასრულება. დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია ვიხილოთ სანქციების მორიგი პაკეტი, რომელიც შესაძლოა უკვე არა მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირებს შეეხოს, როგორიც ფარცხალაძეა, არამედ, უშუალოდ მას. შესაძლოა, მისი მმართველობის ლეგალიზების ეს მცდელობა პარტიის თავმჯდომარედ მესამედ პოლიტიკაში მობრუნების, სწორედ სანქციების თავის არიდებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც არაერთმა ევროპარლამენტარმა განმარტა, ეს ძალიან უსუსური მცდელობაა და ამ პოლიტიკური მანევრით და „ტრიუკით“, მისივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სანქციებს ვერ აირიდებს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img