ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

Published:

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდებულმა თავადაც ითხოვდა პატიმრობაში დატოვება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს.

პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა 30 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევი.

“ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. დღეს გაიგო მან, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იძახდა, რომ პასუხი უნდა ვაგოო, არ ვარ მე არაფრის ღირსი და ასე შემდეგ, მოკლედ ძალინ ემოციური ფონი იყო”, – ამბობს ადვოკატი.

მკვლელობა ვარკეთილში 9 იანვარს მოხდა. ქმარმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ედიბერიძე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ისიც კლინიკაშია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img