ჯანმო – 2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია

Published:

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, – განცხადებას, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ.

ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img