ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

Published:

თბილისის აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა – მიზეზი ძლიერი ნისლისა და უამინდობაა. ცნობილია რომ აეროპორტმა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები ვერ მიიღო.

ირკვევა, რომ Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img