ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში 32 წლის ქალი ემსხვერპლა

Published:

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის  ძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img