ამინდი მკვეთრად იცვლება – ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

Published:

12 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს. ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით თოვლი და +4 იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მოთოვს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გუდაურში დღე -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -4, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img