არქიმანდრიტი იოვანე – ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის

Published:

არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილი), წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. აქტიმანდრიტი შენდობას ითხოვს.

“მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედაეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის”, – წერს მღვდელმსახური.

რამდენიმე დღის წინ, სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. 11 იანვარს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ აუცილებელია სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img