ბათუმში სასწრაფოს მანქანა ამოტრიალდა – დაშავდა 3 ადამიანი

Published:

გვიან ღამით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სასწრაფოს ავტომობილი ამოტრიალდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს. როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია სამი პირი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img