გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

Published:

ლეღვაში, გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკველობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასმართლოში სხდომა გადაიდო. მთავარმა მოწმემ, ალექსანდრე ახვლედიანმა, სხდომის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავადვე მოითხოვა.

პატიმრობაში მყოფ ალექსანდრე ახვლედიანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მოკლულის გიორგი ალხანიშვილის დედა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასული წლის 18 მაისს სოფელ ლეღვაში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საქსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img