ირაკლი ქადაგიშვილი კეკელიძეზე- ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და შემდეგ გათავისუფლდეს

Published:

ყველას შეუძლია რაღაც პერიოდში იმსახუროს და რაღაც პერიოდში პოზიციიდან იქნას გათავისუფლებული, მითუმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა .

როგორც მან აღნიშნა, მოსაზრება, რომ კეკელიძე პოლიტიკური მოტივით გაუშვეს, ოპოზიციის სპეკულაციაა.

„იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც სამოქალაქო პოზიცია გაგვაჩნია, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სტატუსქვო აბსოლუტურად ხელშეუხებელი უნდა იყოს, ეს მგონი არის სპეკულაცია. „პოლიტიკური მიზნებით გაუშვეს“- ეს არის ოპოზიციის ნარატივი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება გათავისუფლებული იქნას ან აღარ მუშაობდეს, გამოყენებული იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img