რუსეთი, “ჰუსიტების” ობიექტებზე თავდასხმების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

Published:

იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული ერთობლივი თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც „ჰუსიტებს“ წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img