ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

Published:

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “აიპრესს” კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა და განმარტა, რომ შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო.

“ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები” – განმარტა კონსტანტინე გამსახურდიამ

 ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა. 

ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img