გორში ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს – დაწყებულია გამპლოძიება

Published:

გორის მუნიციპალიტეტში ძაღლის მოკვლა სცადეს – ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს. შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა.

დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხოველთა უფლებადამცველები დანაშაულის ჩამდენის დასჯას ითხოვენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img