რუსთაველზე რადიკალების აქცია მიმდინარეობს – ისინი ნატა ფერაძის დასჯას მოითხოვენ

Published:

სტალინის გამოსახულებიანი ხატის დასაცავად, რადიკალური მოძრაობის წევრები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბმენ.

კოკა მორგოშია და აქციის ორგანიზატორები მიმართავენ ხელისუფლებას და დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს და თავიანთ გეგმას აჟღერებენ.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები თაბუკაშვილის განყოფილებასთან, სამართალდამცველებს ნატა ფერაძის დასჯას მოსთხოვენ და ამის შემდეგ ისინი გეგმავენ, რომ ავიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და მოილოცონ იმ ხატთან, რომელიც ბოლო დღეებია განხილვის თემაა.

პარლამენტის წინ უამრავი პოლიციელია შეკრებილი. როგორც ჩანს ადგილზე ელოდებიან, რომ ადგილზე შესაძლოა ვითარება დაიძაბოს.  

აქციის შესაძლო დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაზრდაზე ცოტა ხნის წინ საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება.

 რადიკალების ლიდერი კოკა მორგოშია კი ამბობს, რომ ადგილზე არანაირი დესტრუქცია არ იგეგმება.

“აუცილებლად, სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და 166-ე მუხლი საერთოდ არ გამოხატავს ქართველი მოქალაქეების ნებას. აუცილებლად სხვა მუხლით უნდა გასამართლდეს ნატა ფერაძე და საქართველომ უნდა ნახოს მყარი და პრინციპული სახელმწიფოს პოზიცია. არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ საპატრიარქოს განცხადება არის სუსტი. ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს კანონიკურად არასწორია. მაგრამ არასწორია და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც არადეკვატურად მიიღებს ულტრალიბერალური ფლანგი. აღიქვამს, როგორც გამარჯვებას და ამითი არაფერი არ შეიცვლება. პირიქით, უფრო ინტენსიური გახდება მათი თავდასხმა დედა ეკლესიაზე. დესტრუქციულ ქმედებებში რომ არ უნდა მიიღოს სასულიერო პირებმაც მონაწილეობა და არც ჩვეულებრივმა სამოქალაქო პირებმა, მაგას ჩვენც ვადასტურებთ. აქ არაფერი დესტრუქცია არ იქნება. ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილის სწორი და კორექტული პროტესტი იქნება”, – ამბობს მორგოშია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img