რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავენ

Published:

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დახმარებას ითხოვენ. მედ-პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს ქვეყნის ცენტრალური კლინიკის რეაბილიტაციის პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშუალებს. 

გავრცელებულ განცხადებაში, ექიმები წერენ, რომ ეს არის კლინიკის მიზანმიმართლი პარალიზების მცდელობა და მოსახლოების დატოვება სტარტეგიული ცენტრის გარეშე. რესპუბლიკური საავადმყოფოს 600-ზე მეტი თანამშრომელი ამ დრომდე ვერ აღწევს სამინისტროსთან კონსესუსს მუშაობის უწყვეეტად გაგრძელების შესახებ. ექიმები შენობის რეაბილიტაციის თხოვნით ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.

რეჟიმში დაახლოებით 40 000-ზე მეტ პაციენტს უმკურნალა, ლეტალობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით.
 

“პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს,ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა, მოგესალმებით და მოგმართავთ  რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივი ღია წერილით.მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო თავისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით ყოველთვის იყო და დღესაც რჩება  ქვეყნის წამყვან სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრატეგიულ ცენტრად, რომლის კედლებში ცნობილ პროფესორ-მასწავლებელთა არაერთი თაობა აღიზარდა.

რესპუბლიკური საავადმყოფო აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი მრავალპროფილური სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ყოველთვის იდგა სამედიცინო პროგრესის ავანგარდში.
თქვენი უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით დაიწყო რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების და რეკონსტრუქციის პროცესი. სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2007 წელს გაიხსნა  მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მოზრდილთა პირველი „ემერჯენსი“(გადაუდებელი მედიცინის ცენტრი), რომელიც დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. კლინიკის ბაზაზე აგრძელებს ფუნქცინირებს კრიტიკული მედიცინის, კრიტიკული კარდიოლოგიის, ქირურგიის, თერაპიის, ნევროლოგიის სამსახურები, ამბულატორია, ჰემოდიალიზის ცენტრი, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია და მაღალტექნოლოგიური აპარატურით დაკომპლექტებული დიაგნოსტიკის დეპარტამენტი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II
ლოცვა-კურთხევით კლინიკის შენობაში, ევროპის მრავალი კლინიკის მსავსად, 1992 წლიდან გახსნილია და დღემდე ფუნქციონირებს წმინდა მკურნალ პანტელეიმონის სახელობის ეკლესია (წერილს რესპუბლიკურის თანამშრომლებთან ერთად თან ახლავს მრევლის ხელმოწერებიც, სულ 774 ხელმოწერა). სამწუხაროდ, დღეს როგორც არასდროს, უმწვავესად დადგა რესპუბლიკური საავადმყოფოს და მისი 600-ზე მეტი თანამშრომლის, მათ შორის,  სამედიცინო პერსონალის ყოფნა-არყოფნის საკითხი. რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი (2023 წელი) მოვლენები საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმის თაობაზე, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო და სტრატეგიული სახელმწიფო კლინიკა არსებობის და ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის წინაშეა.

მოგეხსენებათ რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო 2008 წელს კლინიკის სრული რეაბილიტაციის პროცესი შეჩერდა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კოლექტივს კლინიკის სრული რეაბილიტაციის იმედი მოგვეცა. 2020-2021 წლებში განახლდა კლინიკის ძირითად შენობაში  სარემონტო სამუშაოები, რომელიც სამწუხაროდ 2022 წელს შეჩერდა. თითქმის ერთი წელი გავიდა რესპუბლიკური საავადმოფოს „დანგრევის“ ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული განცხადების გაკეთების შემდეგ, რომელიც არ ემყარებოდა არანაირ ექსპერტულ დასკვნას. ეს მაშინ, როდესაც შენობის რეაბილიტაციის  არაერთი პროექტი არსებობს, მათ შორის, „ქართუ ჯგუფის“ მიერ უახლესი სტანდარტის გათვალისწინებით წარმოდგენილი „ახალი რესპუბლიკურის“ მშენებლობის პროექტი ამავე ტერიტორიაზე, რომელიც სამწუხაროდ არ განხორციელდა. არ განხორციელდა 2021-2022 წლებში სახელმწიფო დაკვეთით და არცთუ მცირე საბიუჯეტო დანახარჯით შესრულებული პროექტიც.  სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კოლექტივის არაერთი შეხვედრის მიუხედავად ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ჩვენ ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით: არსებულ ლოკაციაზე მუშაობის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელება სამედიცინო პერსონალის შენარჩუნებით.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სტიქიური ტურბულენტობის და პანდემიების პირობებში, რომ არაფერი ვთქვათ აქ მომუშავე მაღალპროფესიული სამედიცინო კადრის გაუგებარ პერსპექტივაზე და, ზოგადად, რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც იდეის, კონცეფციის, გამოცდილების, ბრენდის მოშლასა და ნგრევაზე.

თქვენმა პოლიტიკაში დაბრუნებამ,  კოლექტივს მოგვცა იმედი, იმედი განახლების და რეაბილიტაციის. გთხოვთ, გაეცნოთ ამ რთულ ვითარებას და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა არ მოხდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, ისტორიული, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება და მოგვეცეს საშუალება გავაგრძელოთ პროფესიული საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში. თქვენი სურვილის შემთხვევაში მზად ვართ შეგხვდეთ, რათა უკეთ გაგაცნოთ საკითხის ნიუანსები.პატივისცემით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img