სენაკში, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Published:

სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი  დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილები ადგილობრივები არიან.

“საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი შეეჯახა მეორეს. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს წყარო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img