კაცი, რომელმაც გორის რაიონ სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა, შსს-მ დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს – ცხოველს სანადირო თოფიდან გასროლილი ორი ტყვიით მიაყენეს დაზიანებები.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.