კოკა მორგოშია – “ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს „ოცნებას“ და ნატა ფერაძესაც”

Published:

პრორურული, რადიკალური მოძრაობის ლიდერი ნატა ფერაძეს ისევ ემუქრება. კოკა მორგოშიას თქმით, თუ საგამოძიებო უწყება ფერაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მუხლს არ გადააკვალიფიცირებს, მაშინ თავად იმოქმედებენ.

ველოდებით რეაგირებას, რომ ქართული ოცნება გამოიჩენს კეთილგონიერებას და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავა და ნატა ფერაძის მუხლს – მცირე ხულიგნობას, ამ სიგიჟეს გადააკვალიფიცირებს რეალურ მუხლში და ნატა ფერაძე მიიღებს იმ სასჯელს, რაც უნდა მიიღოს.

ასევე მოველით, რომ კანონმდებლობა აუცილებლად შეიცვლება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში და დანარჩენი ხალხს რა დაგვრჩენია – თუ ნატა ფერაძეს „ქართული ოცნება“ ევროპელების შიშით გაუტარებს ამხელა ეკლესიის შეურაცხყოფას და ქართველი ხალხის, მაშინ ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“ და ნატა ფერაძესაც, თავისთავად ცხადია. ნატა ფერაძეს თუ ჰგონია, რომ დიდხანს ივლის ბუჩქებ-ბუჩქებ, იაროს და მაინც ვიღაც გადაეყრება. ეს მუქარა არაა, ესაა რეალობა,“ – ამბობს მორგოშია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img