ექიმები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

Published:

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.

“გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია – ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიან 1 კვირამდე, თუმცა, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება 2-3 კვირაც დასჭირდეს. რისკჯგუფში არიან, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. რაც შეეხება დაავადების პრევენციას, ეს არის, პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, დახურული სივრცეების ხშირი განიავება,” – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ექიმები მოსახლეობას, განსაკუთრებით, რისკჯგუფებს, სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

“ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტად არის რისკჯგუფებში – ეს არის ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა ხველა, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მაღალი ციფრები. თუკი ჩვენ აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, პრევენციული თვალსაზრისით, რათა დავიცვათ სხვაც, უნდა ვიყოთ იზოლაციაში,” – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img