მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე – ხელი დაიწვეს ამ დეოლიგარქიზაციის თემაზე მუშაობის დაწყებაზე

Published:

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში უთანხმოებაა. პარტია “საქართველოსთვის” “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, ოლიგარქები საკუთარ დამფინანსებლებში ეძებოს. ოპოზიციურ პარტიაში კეზერაშვილის გავლენებზე მმართველი გუნდიც საუბრობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა და ვერ მიხვდა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი მათ დამფინანსებელს შეეხებოდა.

“ევროპელებმა თქვეს, რაკი ოპოზიციას ეს ყველაზე მეტად აწუხებს, ამიტომ იმუშავეთ დეოლიგარქიზაციაზეო. მერე აღმოჩნდა, რომ ყველა მეთოდი, რომელიც მათი მხრიდან იყო მოწონებული, როგორი კონფიგურაციითაც არ იყო შეთავაზებული, მათთვის სასარგებლო არცერთი არ აღმოჩნდა. მაინც ხელისუფლებაა დამნაშავე?! რასაკვირველია, არა! კარგად ხვდებიან, რომ ხელი დაიწვეს ამ დეოლიგარქიზაციის თემაზე მუშაობის დაწყებაზე”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img