თურქეთში ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. იუწყება თურქული მედია.
მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე საქალაქთაშორისო ავტობუსი, რომელიც მარმარისიდან მარდინისკენ მიდიოდა გზატკეცილზე ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ავარიის მიზეზები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.