ძველი თბილისის ვერ შემდგარი ახალი სიცოცხლე – თბილისური ეზოები ნადგურდება

Published:

დანგრეული სახლები, მიტოვებული ეზოები, თაობებს შორის დაკარგული იმედი, პატივისცემის გარეშე დარჩენილი ისტორიული მემკვიდრეობა – ასეთი მძიმე რეალობის წინაშეა თბილისური ეზოები, რომლებიც წესით ქვეყნის სიმდიდრედ ითვლება.

“სფერო ჰოლდინგმა” ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენის პროექტი ჯერ კიდევ, 2019 წელს დაიწყო და დღემდე ცდილობს ძველ თბილისურ ეზოებს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

ჰოლდინგს აქვს გეგმა – ისტორიულ უბანს კვლავ დაუბრუნოს ტურისტულად მიმზიდველი, კულტურული და ისტორიული ნიშა.

დედაქალაქის მასშტაბით გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ძველი თბილისი ყველასთვის ნაცნობი და ამავდროულად მიმზიდველი ადგილი იქნება.  ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობებით დახუნძლული ეს უბანი ახლა ყურადღებას მისი სავალალო მდგომარეობით იქცევს.

თბილისური ეზოები, მეფის რუსეთის დროიდან ჩნდება. მისი უნიკალურობა ბანებიანი აივნებია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, საერთოდ გაუქმებულად გამოცხადდა. სავარაუდოა, რომ სახელის ცვლილებაც საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება.

 თბილისური ეზოები ამ დროიდან მოყოლებული იტალიურად იწოდებოდა. კონკრეტულად რატომ ეწოდა თბილისურ ეზოებს იტალიური, ამაზე პასუხად რამდენიმე ვერსია არსებობს – თუმცა ყველაზე აქტუალური დასაბუთება იტალიური სოფლების ხმაურთან მიმსგავსებაა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ისტორიული მემკვიდრეობის მდგომარეობა კატასტროფულად გააუარესა. ამას თან დაერთო თბილისში 2000-იანების დასაწყისში მომხდარი მიწისძვრა, ავარიული შენობება-ნაგებობები ძირითადად სწორედ ამ დროს დაზიანდა.

დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა კვლავ გამოწვევაა ჩვენი დედაქალაქისთვის. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი რიცხვი, რამდენი თბილისური ეზოა და  რამდენი მათგანია ავარიული.

დეველოპერული კომპანიებისთვის ბევრი წინაღობა არსებობს, რათა ჩაერთონ დედაქალაქის ისტორიული უბნის გადარჩენის პროცესში.  წინაღობებია მოსახლეობისთვისაც, თვითონ მოიძიონ სასურველი ინვესტორი, ვინც უზრუნველყოფს მათი საცხოვრებლების გაუმჯობესებას.

 განსაკუთრებით პრობლემატურია ამ მხრივ ქირავნობის დაფინანსების ის მოდელი, რომელიც თბილისის მერიას აქვს შეთავაზებული. ეს უკანანსკნელი პრობლემა ბოლო წლებში გამწვავდა ბინებზე ფასების გაზრდის პარალელურად.

და ბოლოს, ძველი თბილისის განვითარების გამოწვევების მოუგვარებლებლობა პრობლემაა დედაქალაქის მთავრობისთვის. ავარიული ბინების მდგომარეობა მძიმდება, მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ქირით გასვლას ითხოვს – იზრდება.

დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ ძველი თბილისის გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია. მოსახლეობის, ბიზნესის, სახელმწიფოს ერთობლივი ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში, უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა გადარჩება და დედაქალაქი მიიღებს ევროპულ, განვითარებულ, ყველასთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ისტორიულ ლოკაციას.

ნიკო ჩაბაიძე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img